ახალი ამბები

იტალიაში ასამართლებენ კაცს, რომელიც 15 წელი სამსახურში არ დადიოდა, მაგრამ ხელფასს იღებდა

22 აპრილი, 2021 • 1549
იტალიაში ასამართლებენ კაცს, რომელიც 15 წელი სამსახურში არ დადიოდა, მაგრამ ხელფასს იღებდა

იტალიაში საავადმყოფოში დასაქმებულ კაცს 15 წლის განმავლობაში სამსახურის  გაცდენას ედავებიან. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, კაცი სამსახურში 2005 წლიდან არ გამოცხადებულა. ახლა გამოძიება მას თაღლითობაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

იტალიური მედიის ცნობით, კაცი ამ წლებში ხელფასს ჩვეულებრივ იღებდა და მთლიანობაში 538 000 ევრო გამოიმუშავა. გამოძიების ვერსიით, 2005 წელს მან სამსახურში სიარული შეწყვიტა და მენეჯერს დაემუქრა, რათა მისი გაცდენის გამო დისციპლინური ანგარიში არ შეევსო. ძველი მენეჯერის სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ახალ მენეჯერსა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტს ბრალდებულის სამსახურში არყოფნა არ შეუმჩნევიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი