ახალი ამბები

“კახი კალაძეს არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ” – კალაძე გახარიასთან გაერთიანებაზე

20 აპრილი, 2021 •
“კახი კალაძეს არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ” – კალაძე გახარიასთან გაერთიანებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს არ შეუერთდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატობას და გიორგი გახარიას გუნდთან გაერთიანებას, თბილისის მერმა უპასუხა, რომ მას “არაფერი სჭირს, ვინმეს გუნდში ვიხილოთ”.

“მე მგონია, რომ კახი კალაძეს არაფერი სჭირს, ვინმეს გუნდში ვიხილოთ. საამისო არაფერი სჭირს კახი კალაძეს. რაც შეეხება მერობას, მე რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე და ვრცლად გავაკეთე განმარტებები. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით. როდესაც მოვა დრო, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, თუ ვინ იქნება ჩვენი მერობის კანდიდატები, ასევე, საკრებულოს მიმართულებით მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა კალაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ კალაძე იქნება მერობის კინდატი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მმართველი გუნდის სახელით, კალაძემ განაცხადა, რომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, რადგან არჩევნები შემოდგომაზეა დანიშნული და “როდესაც ამის დრო მოვა, როგორც კანონმდებლობით არის განსაზღვრული”, პირველი ჟურნალისტებს გააგებინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი