ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოაწერა

20 აპრილი, 2021 •
გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოაწერა

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ვაშაძე დეპუტატის მანდატის გამოყენებას. ნეტგაზეთი ვაშაძესთან დაკავშირებას ცდილობს.

თავად “ნაციონალურ მოძრაობას” კი დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. ვაშაძის გარდა, ენმ-ის საარჩევნო სიიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა სალომე სამადაშვილმაც.

ვაშაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარეობის პოსტი დეკემებრში დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზებს შორის  პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას ასახელებდა, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი