ახალი ამბები

დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით — ღარიბაშვილი

20 აპრილი, 2021 •
დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით — ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას და აცხადებს, რომ ეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამას გარდა, ღარიბაშვილმა მოლაპარაკების პროცესში მონაწილე ელჩებს მადლობა გადაუხადა.

“დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა! რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას. ახლა ჩვენი ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად”,-წერს პრემიერი Facebook-ზე.

დღეს, 19 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი