ახალი ამბები

ავლაბარში სპეცოპერაცია დასრულდა, ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია

16 აპრილი, 2021 •
ავლაბარში სპეცოპერაცია დასრულდა, ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია

ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, სპეცოპერაცია დასრულდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

შსს-ს თქმით, ყველა მძევალი თავისუფალია და უსაფრთხოდ იმყოფება.

„თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც მოგეხსენებათ, დღეს მოხდა ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალზე, შეიარაღებული თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები.

აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, თავდამსმხმელი უკვე დაკავებულია, მძევლები გათავსიფულებულნი არიან. დაზიანებები არავის მიუღია, ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებებში“, – ამბობს ვაჟა სირაძე, თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

მისივე თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, თავდამსხმელის მოთხოვნებისა და სხვა დეტალების შესახებ კი ცნობილი მოგვიანებით გახდება.


დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, ავლაბრის მეტროსთან, „საქართველოს ბანკის“ დუშეთის ქუჩაზე მდებარე ფილიალში, შეარაღებული პირი შეიჭრა. თავიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან მძევლად რამდენიმე ადამიანი აიყვანა.

სპეცოპერაცია ბანკის ფილიალში დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა. დროებით გაჩერებულია ავლაბრის მეტროსადგური.

მასალების გადაბეჭდვის წესი