ახალი ამბები

პატრიარქი კირილი აიცრა – რუსეთის საპატრიარქო

15 აპრილი, 2021 • 1385
პატრიარქი კირილი აიცრა – რუსეთის საპატრიარქო

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც რუსული სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“ წერს, ამ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ვლადიმერ ლეგოიდა ადასტურებს.

„დიახ, პატრიარქი აიცრა. ორივე დოზა მან ჯერ კიდევ მარტის 20 რიცხვამდე მიიღო“, — ციტირებს გამოცემა ლეგოიდას. „რია“ წერს, რომ ეს კითხვა წმინდა სინოდის სხდომის ფორმატის გამო გაუჩნდათ — ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სინოდის სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა.

როგორც ლეგოიდა აცხადებს, რუსეთის პატრიარქი ვაქცინაციის შემდეგ „თავს ძალიან კარგად გრძნობს“. რაც შეეხება ვაქცინას, რომელიც მან გაიკეთა, რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ ეს სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთი იყო.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი