“ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
მისივე თქმით, “პოლიტიკური პარტიის წევრობა არ არის ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომლისთვისაც სურდა, რომ მიეღწია”.
“დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას”, – ამბობს კიკნაველიძე საკუთარ პოსტში.
მან წარმატებები უსურვა იმ ადამიანებს, “რომლებიც ევროპულ საქართველოსთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას”.
ირაკლი კიკნაველიძე ევროპულ საქართველოს 2017 წელს შეუერთდა.