უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის „ჩელსი“ და „პსჟ“ გავიდნენ. კიდევ ორი ნახევარფინალისტი ხვალინდელ შეხვედრებში გაირკვევა.
ლონდონელებმა „პორტუ“ პირველ შეხვედრაში 2-0 დაამარცხეს, ხოლო მეორე შეხვედრა პორტუგალიური გუნდის მინიმალური გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.
„ბაიერნმა“ პარიზულ გუნდთან პირველი შეხვედრა მიუნხენში 2-3 დათმო, პარიზში კი 0-1 გაიმარჯვა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლების წესის გამო ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.
„ჩელსი“ ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ და „ლივერპულის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირსპირდება, ხოლო „პსჟ“ – „მანჩესტერ სიტის“ ან დორტმუნდის „ბორუსიის“ წყვილის გამარჯვებულს.
ნახევარფინალები 27 აპრილსა და 4 მარტს ჩატარდება, ხოლო ფინალი სტამბულში 29 მაისს გაიმართება.
გარეკანის ფოტო: EPA