ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მტრის ცვილის ფიგურები, სანგრები – ალიევმა ომის პარკი გახსნა [ფოტოები]

12 აპრილი, 2021 • 2415
მტრის ცვილის ფიგურები, სანგრები – ალიევმა ომის პარკი გახსნა [ფოტოები]

დღეს, 12 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ომის პარკი გახსნა. ინფორმაციასა და ფოტოებს თავად პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

პარკში წარმოდგენილია მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანული არმიის მიერ მოპოვებული მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა და გათხრილი სანგრები.

გარდა ამისა, პარკში წარმოდგენილია ცვილის ფიგურები, რომლებიც მოწინააღმდეგეთა ოფიცრებს განასახიერებენ.

ილჰამ ალიევი პარკის გახსნის შემდეგ ომში მონაწილე მებრძოლებს შეხვდა და სიტყვით მიმართა.

ილჰამ ალიევი საჩვენებელ სანგარში

მოწინააღმდეგის ცვილის ფიგურები

მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა


ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანმა შეძლო კონტროლი აღედგინა იმ რაიონებზე, რომლებიც ყარაბაღის ავტონომიურ რესპუბლიკაში არ შედიოდა, თუმცა, პირველი ომის შედეგად, სომხური მხარის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა მთიანი ყარაბაღის ქალაქები, შუშა და ჰადრუთიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი