ახალი ამბები

მმართველ გუნდთან შეხვედრა არ გვქონია, ელჩებს პირისპირ შევხვდით – ხაზარაძე

11 აპრილი, 2021 • 731
მმართველ გუნდთან შეხვედრა არ გვქონია, ელჩებს პირისპირ შევხვდით – ხაზარაძე

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ დღეს, 11 აპრილს, ევროკავშირის ოფიში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვდა. ხაზარაძე ამბობს აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს პირისპირ შეხვედნენ და კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ისაუბრეს.

“კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ “ლელოს” პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან 3 პუნქტს ეთანხმება “ლელო”, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები, მსჯელობა გვქონდა დარჩენილ 2 პუნქტზე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ, დიდი მცდელობაა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გადატვირთვა მოხდეს – ეს არის ამოცანა ახლა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა,”-წერს ხაზარაძე.

შეუთხმებელ საკითხებს შორის ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას ასახელებს ხაზარაძე და ამბობს, რომ ამ თემაზე გამოსავლის ძიება მიმდინარეობს.

“ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არის იმ ორი საკითხიდან ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც შევეხეთ, დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ არის საკმაოდ სერიოზული ძიება იმისა, რომ საკითხი ისე გადაწყდეს, რომ ის საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული იმიტომ, რომ სხვა კუთხით მე და ბადრი ჯაფარიძეს სხვა თემა და მიმართულება არ განგვიხილავს.

მმართველ გუნდთან ჩვენ შეხვედრა არ გვქონია. მე ვიცი, რომ ჩვენამდე იყო მათთან შეხვედრა. “ლელოს” ლიდერები ელჩებს პირისპირ ფომატში შევხვდით,”-წერს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი