ახალი ამბები

ბათუმში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით აქციაზე მოქალაქეები დააჯარიმეს

5 აპრილი, 2021 • 916
ბათუმში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით აქციაზე მოქალაქეები დააჯარიმეს

ბათუმში, სადაც გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, მოქალაქეები დააჯარიმეს.

ამ დროისთვის ცნობილია 2 დაჯარიმებულ მოქალაქეზე, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ შსს-ს წარმომადგენლებმა უთხრეს, პოლიცია დააჯარიმებს ყველას, ვისი იდენფიტიცირებაც მოხდება.

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „სირცხვილია“. მსვლელობის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა მოიარეს, ისინი ამბობენ, რომ ჯარიმებს არ გადაიხდიან, რადგან გადაადგილების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

გარეკანი ფოტო: თაკო კურატიშვილი


გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით აქცია ბათუმში შაბათსაც გაიმართა. ამ დღეს დააკავეს რამდენიმე აქტივისტი. ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/338125/

მასალების გადაბეჭდვის წესი