ახალი ამბები

სასამართლოსა და პროკურატურას გამჭვირვალობის კუთხით ინსტიტუტებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვთ

5 აპრილი, 2021 •
სასამართლოსა და პროკურატურას გამჭვირვალობის კუთხით ინსტიტუტებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვთ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამჭვირვალობის კუთხით ინსტიტუციებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვთ სასამართლო სისტემასა და პროკურატურას.

გამოკითხულთა 22% სასამართლოს საქმიანობას გამჭვირვალედ აფასებს, ხოლო 62%-ის აზრით, სასამართლო სისტემა გამჭვირვალე არ არის.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 21% პროკურატურის საქმიანობას გამჭვირვალედ აფასებს, 62% კი პროკურატურას გამჭვირვალედ არ აფასებს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი