დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, პირველ აპრილს, 18:00 საათიდან ფაიზერით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ.
სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების ფაიზერით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი, მათ შორის:
- თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.
- ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
- ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიქრექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 18:00 საათიდან ხელმისაწვდომი იქნება ფაიზერის დარჩენილი 3 000-მდე დოზა.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/
საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ამ ეტაპზე ორი ვაქცინით მიმდინარეობს, მათ შორის, ფაიზერითა და ასტრაზენეკას მიერ შექმნილი ვაქცინებით.