ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია” – სუს

1 აპრილი, 2021 •
“საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია” – სუს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური მიმდინარე წლის პირველ აპრილს გათავისუფლდა.

რამაზ ბეღლური უკანონოდ დააკავეს 2021 წლის 2 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე. მან ცხინვალის იზოლატორში 2 თვე გაატარა.

სუსის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის გამოყენებით, ამავე პერიოდში, საკითხი განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში”.

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”, – ამბობენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი