რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის განხადებით, “რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სტუმრობა სახიფათოა”.
პესკოვმა ეს განცხადება თბილისში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ საუბრისას გააკეთა.
“რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნა სახიფათოა. აქ წასვლა უბრალოდ სახიფათოა და რუსეთის მოქალაქეებმა მკაფიოდ უნდა გაიგონ ეს”,- განაცხადა პესკოვმა.
რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა.
მისი თქმით, ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით იმყოფებოდა. მასთან ერთად საქართველოს ეწვია 40-მდე პირიც.
პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო ვინოტელში იმყოფებოდა. მოგვიანებით იგი და მისი სტუმრები შსს-მ ავტობუსით სასტუმრო რუმსში გადაიყვანა, რომელიც გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე დატოვა.
პოზნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე დატოვა.