ახალი ამბები

ზუგდიდში ქვეითს მატარებელი დაეჯახა

31 მარტი, 2021 •
ზუგდიდში ქვეითს მატარებელი დაეჯახა

ზუგდიდში ქალს მატარებელი დაეჯახა. როგორც ნეტგაზეთს 112-ში განუცხადეს, დაშავებული ზუგდიდის მრავალპროფილიან კლინიკაშია გადაყვანილი.

“გადაყვანისას იგი შოკის მდგომარეობაში იმყოფებოდა”, — უთხრეს ნეტგაზეთს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა “ლაივპრესი” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულს ფეხი ჰქონდა მოწყვეტილი.

შსს-ს მიხედვით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით – რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი