ნეტგაზეთი | ცხინვალში რუსეთის საბაჟო ორგანოებთან ინტეგრაციის გეგმაზე იმსჯელეს ცხინვალში რუსეთის საბაჟო ორგანოებთან ინტეგრაციის გეგმაზე იმსჯელეს – Netgazeti
Batumelebi | RU

ცხინვალში რუსეთის საბაჟო ორგანოებთან ინტეგრაციის გეგმაზე იმსჯელეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამეწარმეო, მშენებლობის, ტრანსპორტის, კავშირისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტმა რუსეთის ფედერაციის საბაჟო ორგანოებთან წარადგინა სამხრეთ ოსეთის საბაჟოსთან ინტეგრაციის გეგმა.

კომიტეტის წარმომადგენელთა განმარტებით, მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ტვირთის გატანის ან შემოტანის, ასევე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დარეგისტირებული ავტომობილების დროებით გაყვანის შემთხვევებში შექმნილი პრობლემები რუსეთის საბაჟოსთან ჯერაც არ მოგვარებულა.

სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საბაჟოების ინტეგრაციის შეთანხმებას 2016 წელს, რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას 2015 წელს მოეწერა ხელი. 2016 წლის შეთანხმება ძალაში 2020 წელს შევიდა. ის ითვალისწინებს საბაჟო პოსტების გაერთიანებას რუსული დროშის ქვეშ, აღრიცხვის ავტომატიზირებას და საბაჟო კავშირის სტანდარტებზე გადასვლას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი