თითქმის ერთკვირიანი ბლოკადის შემდეგ სუეცის არხში მოძრაობა აღდგა.
არხში გაჩხერილი კონტეინერ-მზიდი გემი, რომელიც წყალქვეშა ქვიშის გორაკზე იყო შემდგარი, გუშინ გათავისუფლდა.
ასობით გემი, რომლებიც არხის ორივე მხარეს საკუთარ რიგს ელოდებიან, გადაადგილებას უმოკლეს ხანებში შეძლებენ.
BBC-ის ცნობით, სუეცის ეგვიპტური ადმინისტრაციის განცხადებით, საერთაშორისო გადაზიდვების ძველებურად აღდგენას არხის გავლით დაახლოებით სამი დღე დასჭირდება, თუმცა, ექსპერტთა ნაწილის აზრით, ამ შეფერხების სრულიად აღმოფხვრას კვირები და შესაძლოა თვეებიც კი დასჭირდეს.
ქვიშის გორაკზე შემდგარი გემის გათავისუფლება მაღალი მოქცევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ფოტო გარეკანზე: Reuters