ახალი ამბები

ბარათაშვილზე ავტოავარიის შედეგად “მუხრანის კარის” იმიტაცია დაზიანდა

29 მარტი, 2021 •
ბარათაშვილზე ავტოავარიის შედეგად “მუხრანის კარის” იმიტაცია დაზიანდა

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ავტოავარიის შედეგად დაზიანდა ნაგებობა, რომელიც ძველი თბილისის გალავნის ერთ-ერთი კარის იმიტაციას წარმოადგენს.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს, შემთხვევა დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა. ნაგებობას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ის ნაწილობრივ ჩამოინგრა.

უწყებაში ამბობენ, რომ პროცესს დრო სჭირდება და კედელი “ყველა წესის დაცვით” აღდგება.

ხსენებული იმიტაცია საბჭოთა კავშირის პერიოდში ააშენეს. ის განასახიერებს ე.წ. მუხრანის კარს, რომელიც საუკუნეების წინ თბილისის გალავნის ნაწილი იყო და დღევანდელი ბარათაშვილისა და ჩახრუხაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობდა.

ფოტოები: ბესიკ ადანაია

მასალების გადაბეჭდვის წესი