ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი “ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება

27 მარტი, 2021 • 996
შალვა პაპუაშვილი “ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად შალვა პაპუაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. გასული წლის 15 დეკემბერს ის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ დაინიშნა.

პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომა “ქართული ოცნების” ოფისში 27 მარტს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი