თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აქტიურობს. როგორც კალაძე საკუთარ ფეისბუკზე წერს, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებს იტარებს.

“მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე’, – წერს კალაძე.