ახალი ამბები

ქალთა დაწესებულებაში ორ ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა

26 მარტი, 2021 •
ქალთა დაწესებულებაში ორ ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ორივე მათგანს კონტაქტი ჰქონდა ციხის ექთანთან, რომელსაც COVID-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

უწყების განცხადებით, ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია, მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

“აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი” ,- აცხადებენ პენიტენციურში.

უწყებაში აცხადებე, რომ რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, პენიტენციურის თქმით, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან იზოლაციაში, დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი