მაია ასათიანი რუსთავი 2-ს ტოვებს. მისი თქმით, გადაცემა “პროფილი” ბოლოჯერ დღეს, 25 მარტს, 22 საათზე გავა.
“დღეს მე აქ, ამ არხზე ჩემს 20- წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ. იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია”,-ამბობს “პროფილის” ანონსში ასათიანი.
ნეტგაზეთი დაინტერესდა, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება და თუ აპირებს “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფი გადაცემის სხვა ტელევიზიაზე გაგრძელებას, თუმცა ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო. გადაცემის პროდუსერი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აღნიშნავს, რომ კითხვებს პასუხი დღევანდელ გადაცემაში გაეცემა.