ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით გამართული ბოლო უშედეგო შეხვედრის შემდეგ “გირჩის” წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციებს ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძელებდა.
“უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ, რომ მოვიფიქროთ გამოსავალი. ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას. ვისაც უნდა, ჩვენ ღია ვართ. „ქართულ ოცნებას“ შევუთანხმდით, რომ შევეხმიანებით და მათთან უშუალოდ დავიწყებთ საუბარს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, “ქართულ ოცნებიდან” “გირჩთან” მოლაპარაკებებში მამუკა მდინარაძეა ჩართული.
“დიახ, ძირითადად მე ველაპარაკები, თუმცა არამხოლოდ. პიროვნულად კარგი ხალხი ჩანს, თუმცა ისეთებს ლაპარაკობენ, სამივე არანორმალურია იდეოლოგიურად. ამიტომ შეთანხმების მიღწევა და საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს”, — განაცხადა მდინარაძემ.