ახალი ამბები

“ფაიზერს” ახასიათებს ადგილობრივი გართულებები ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ — გამყრელიძე

25 მარტი, 2021 •
“ფაიზერს” ახასიათებს ადგილობრივი გართულებები ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, “ფაიზერის” ვაქცინის კითხვარს დაემატა კითხვა “ფილერების” შესახებ.

“არის ე.წ. “ჩექლისტი”, 11 თუ 12 კითხვა, რომელსაც აცრამდე ეკითხებიან და თუ კითხვაზე პასუხი არის დიახ, ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება მომატებული იყოს რისკი, იმ პერიოდში არ აცრის და დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის სპეციალისტთან გადაამისამართებს.

“ფაიზერის” CDC-ის გაიდლაინში და შემდეგ კითხვარში დაემატა ერთი კითხვა. “ფაიზერს” ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არა ანაფილაქსიური გართლებები იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად იყენებენ “ფილერს”. ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, “ფაიზერის” იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც მერე მკურნალობას საჭიროებს, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან”, — აცხადებს გამყრელიძე.

“ფაიზერის” ვაქცინის 30 000-მდე დოზა საქართველომ 25 მარტს მიიღო. აცრისთვის მისი გამოყენება კი 30 მარტიდან დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი