ახალი ამბები

ლაილაში-ღუს გზაზე მეწყერი ჩამოწვა, 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

24 მარტი, 2021 • 1261
ლაილაში-ღუს გზაზე მეწყერი ჩამოწვა, 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა და სოფელ ღუში მცხოვრები 10 ოჯახი გარესამყაროს მოსწყდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური მეწყრული პროცესების პროვოცირება მოახდინა. ადგილზე იმყოფება გეოლოგების ჯგუფი, რომლის კვლევის თანახმადაც, ადგილი აქვს ძველი მასშტაბური მეწყრის გააქტიურებას.

სააგენტოს თანახმად, მეწყრის მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა, რაშიც აქტიურად არის ჩართული გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი.

მასალების გადაბეჭდვის წესი