ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთავრობამ უმაღლეს დონეზე უკვე მრავალჯერ გამოხატა დიალოგისთვის მზაობა | მინისტრი

23 მარტი, 2021 • 522
მთავრობამ უმაღლეს დონეზე უკვე მრავალჯერ გამოხატა დიალოგისთვის მზაობა | მინისტრი

“საქართველოს მთავრობამ უმაღლეს დონეზე უკვე მრავალჯერ გამოხატა დეპოლიტიზებულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგისთვის სრული მზაობა, მათ შორის 2013 წლიდან მოყოლებული”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა, შერიგების მინისტრმა, დღეს, 23 მარტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე პარლამენტში.

“სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის დადასტურება საქართველოს მთავრობის მზადყოფნის, მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, გააფართოოს დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან.

დეპოლიტიზებული მიდგომებისა და სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ინიციატივა ქმნის სივრცეს ეკონომიკური საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რაც არასდროს შეწყვეტილა, პანდემიის პირობებშიც კი”.

როგორც მინისტრი ამბობს, 2020 წელს წარმატებული თანამშრომლობის და არაფორმალური დიალოგის მაგალითია 1000-ზე მეტი სტუდენტისა და მოსწავლის, ასევე მათი ოჯახის წევრების, ორგანიზებულად გადმოყვანა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გაგრძელების მიზნით.

“ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა მაგალითები, რის შესაძლებლობასაც კომისიის სხდომის საჯარო ფორმატი არ გვაძლევს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი