სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის,ივანე გულაშვილის სატელევიზიო ინტერვიუზე, რომელიც ტელეარხ “მთავარზე” გავიდა, სადაც გულაშვილი საუბრობდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის უკანონო დავალებების შესახებ. “საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და … ვრცლად სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო