ახალი ამბები

21 მარტი – გამოვლინდა ინფიცირების 262 ახალი შემთხვევა

21 მარტი, 2021 • 524
21 მარტი – გამოვლინდა ინფიცირების 262 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 923 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 595 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 328 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 262 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 480-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.20 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.55 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.63%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 269 973-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 700 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 15, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 781, საიდანაც: 1 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 149, იმერეთში – 284. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 287 პირი, მათ შორის, თბილისში – 127, აჭარაში – 25, იმერეთში – 77.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში- 5, იმერეთში – 11. 76 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 134 – თბილისში, 35 – აჭარაში. 2 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 220 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 86, ხოლო აჭარაში – 21. სულ 6 ოქტომბრიდან – 20 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 737 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 677 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 327 პირი, აჭარაში – 561, იმერეთში – 935.

მასალების გადაბეჭდვის წესი