სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტი ნეტგაზეთს დაუდასტურეს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
მისი სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს.
დათა ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.
დათა ვანიშვილი იყო მალხაზ ვანიშვილის (კურტაევის) ბაბუა, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ “მოქალაქეობა მიანიჭა”, თუმცა მოგვიანებით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოპარვის შემდეგ, მალხაზ ვანიშვილმა განაცხადა, რომ იგი ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა და ფეხმძიმე მეუღლეს განძრახ დააშორეს.