საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 28 მარტს საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივარიც დაესწრება. ამის შესახებ პრემიერმა ინფორმაცია ფეისბუკზე გამოაქვეყნა.
’28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
ფეხბურთის ფედერაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მოგვიანებით გაავრცლებენ ინფორმაციას რამდენი ადამიანი შეძლებს მატჩზე დასწრებას. მთავრობის ცნობით, გულშემატკივრები სტადიონის 30%ს შეავსებენ.
უცნობია, როგორ გადაწყდება “კომენდანტის საათის’ საკითხიც, რადგან მატჩი 20 საათზეა დანიშნული, 21 საათის შემდეგ კი ქვეყანაში გადაადგილება შეზრუდულია.
მთავრობის ამჟამინდელი გეგმიტ, თეატრალურ წარმოდგენებსა და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებლის დასწრება პირველი აპრილიდან უნდა აღდგეს.