ახალი ამბები

ბაიდენის განცხადების შემდეგ, რუსეთი აშშ-დან ელჩს იწვევს

17 მარტი, 2021 • 784
ბაიდენის განცხადების შემდეგ, რუსეთი აშშ-დან ელჩს იწვევს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ რუსეთი აშშ-დან ელჩს იწვევს. როგორც NBC წერს რუსეთმა ელჩი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გამოიწვია მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევისთვის “საფასურის გადახდა” მოუწევს.

ბაიდენმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის დაზვერვის ანგარიშმა გაამყარა  ხანგრძლივი ბრალდება, რომ პუტინი აშშ-ის არჩვენებში ჩარევაში მონაწილეობდა. თავად რუსეთი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ანატოლი ანტონოვი მოსკოვში რუსეთ-ამერიკის სამომავლო ურთიერთობებზე სამსჯელოდ ბრუნდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია.

“საფასურს, რასაც ის გადაიხდის [აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის], მალე ნახავთ”, – თქვა ბაიდენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი