ნეტგაზეთი | ვარკეთილის ხევში პარკი გაკეთდება — კალაძე ვარკეთილის ხევში პარკი გაკეთდება — კალაძე – Netgazeti
RU | GE  

ვარკეთილის ხევში პარკი გაკეთდება — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილის ხევში პარკი მოეწყობა. როგორც დღეს, 17 მარტს, კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, პარკი მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიხსნება:

“ვიწყებთ ვარკეთილის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და თბილისს კიდევ ერთი ძალიან მაგარი პარკი შეემატება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნები თავისი ატრაქციონებით, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები და ღია ამფითეატრი. გაკეთდება შადრევანი. მოეწყობა სკეიტპარკი, განახლდება საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი და გაკეთდება ძაღლების სასეირნო სივრცე. რა თქმა უნდა, იქნება ახალი ხე-მცენარეები თავისი განათებებით და სარწყავი სისტემებით. სამუშაოები 2021 წლის ოქტომბერში უნდა დამთავრდეს”.

ვარკეთილის პარკის რენდერი/წყარო: თბილისის მერია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.