ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება მოწოდებულია იპივოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.
“პროცესი გრძელდება, ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. ჩვენ ვართ მოწოდებული გამოსავლის საპოვნელად, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.
ეს უნდა იყოს ყველასთვის მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით ჩვენი პოზიცია. მიშელმა ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. მოგეხსენებათ, ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში დესტრუქციული მანერით ცდილობს არ შეუწყოს ხელი მოლაპარაკებებს. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს და ჩვენ, ხელისუფლება ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტში. ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება ხვალ”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პლებისციტის გამართვის შესახებ. მისივე განმარტებით, იგი მიშელს ორჯერ შეხვდა, რადგან კონკრეტულ დროს ჩანიშნული ჰქონდა შეხვედრა ბელგიის პრემიერთან, რისი დასრულების შემდეგაც შარლ მიშელთან შეხვედრა განაგრძო.