ახალი ამბები

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 25-19 დაამარცხა

14 მარტი, 2021 • 712
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 25-19 დაამარცხა

რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე, ანგარიშით 25-19 დაამარცხა.

შედეგად, ორი ტურის შემდეგ ბორჯღალოსნები სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ.

შემდეგ მატჩში, რომელიც 20 მარტს კალინინგრადში გაიმართება, საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდება.

რაგბის ფედერაციის ინფორმაციით, ეს ასევე გახლავთ 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი