ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მან ღია პირველობის ფინალში ესპანელი ჩოგბურთელი რობერტო ბაუტისტა აგუტი 2 სეტში 6:7, 2:6 დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100,000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის გამო. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.
ჯერჯერობით სასამართლო განხილვები არ დასრულებულა.
ბასილაშვილის ადვოკატი უარყოფს, რომ “მიმართვის” ავტორად NGO-ები დაასახელა
