ჰოლანდიელი ინჟინერი ლუ ოტენსი, რომელმაც კასეტის გამოგონებით გაითქვა სახელი, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოტენსმა ასევე დიდი როლი ითამაშა CD დისკის გამოგონების პროცესში.
ოტენსი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანია Philips-ში. როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, მან ორჯერ მოახდინა რევოლუცია მუსიკის სამყაროში.
გამომგონებელი 1926 წლის 21 ივნისს დაიბადა და 2021 წლის 6 მარტს გარდაიცვალა მშობლიურ სახლში, ქალაქ დუიზელში. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა 11 მარტს გაავრცელა.