ახალი ამბები

ფოტიგა: ფასილიტაცია უნდა გავუწიოთ დიალოგს, რომელიც შესაძლოა ახალ არჩევნებამდე მივიდეს

9 მარტი, 2021 •
ფოტიგა: ფასილიტაცია უნდა გავუწიოთ დიალოგს, რომელიც შესაძლოა ახალ არჩევნებამდე მივიდეს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს საკითხის განხილვაზე აცხადებს, რომ შეშფოთებულია სიახლეებით, რომელიც 2019 წლის ივნისიდან მოყოლებული თბილისისდან ესმის და კულმინაციას არჩევნების შემდეგ მიაღწია, როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმით პარტიის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს:

“წლების განმავლობაში მხარს ვუჭერდი საქართველოს და ვლობირებდი მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ახლაც იმავეს ვაკეთებ. თუმცა მოვიდა დრო, გავახმიანო ჩემი უკიდურესი შეშფოთება, ვინაიდან 2019 წლის ივნისიდან ჩვენ ძალიან ბევრი ცუდი ახალი ამბავი გვესმის თბილისიდან. ერთადერთი გამონაკლისი 8 მარტის შეთანხმება იყო გასულ წელს. ცუდმა სიახლეებმა კულმინაციას მიაღწია არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციური პარტიის ოფისში შტურმით მისი ლიდერი დააკავეს” ,- ამბობს ევროპარლამენტარი.

ფოტიგა იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მცდელობა შედეგს გამოიღებს და აცხადებს, რომ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს დიალოგის ფასილიტაციისთვის, რომელმაც შესაძლოა ქვეყანა ახალ არჩევნებამდე მიიყვანოს:

იმედი მაქვს შარლ მიშელის მედიაციის, მხარს ვუჭერ ევროკავშირის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს. ყველა ჩვენგანმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ დიალოგს ფასილიტაცია გავუწიოთ, რომელმაც შესაძლოა ქვეყანა  ახალ არჩევნებამდე მიიყვანოს”,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი