ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზაქათალაში განძის აღმოჩენის ფაქტი არ დასტურდება – საგარეო საქმეთა სამინისტრო

9 მარტი, 2021 • 1834
ზაქათალაში განძის აღმოჩენის ფაქტი არ დასტურდება – საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ახსნა-განმარტებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალის რაიონში შესაძლო ქართული ისტორიული განძის აღმოჩენის შესახებ.

სამინისტროს თქმით, ასეთი ინფორმაცია რაიმე სახით არ მტკიცდება.

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული სამარხის აღმოჩენის შესახებ არ დასტურდება. აღნიშნულის თაობაზე გადამოწმდა რამდენიმე წყარო, მათ შორის ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები – ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე კომუნიკაცია იყო აზერბაიჯანულ მხარესთან. ამ ეტაპზე არცერთმა წყარომ არც ინფორმაცია და არც აღნიშნული ცნობის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულებების არსებობა არ დაადასტურა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაქათალის რაიონში აღმოაჩინეს “რამდენიმე ტონა ოქროს განძი”, რაც ოფიციალურად არც აზერბაიჯანული და არც ქართული მხარის მიერ არ დასტურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი