ახალი ამბები

ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ – ანზორ ჩუბინიძე ჩანაწერებზე

8 მარტი, 2021 • 1109
ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ – ანზორ ჩუბინიძე ჩანაწერებზე

“ტვ პირველის” მიერ 6 მარტს გავრცელებული ჩანაწერების შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, რომლის განცხადებითაც, ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

„ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ ფადაცემა „იმედის კვირაში“.


ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში, სადაც შესაძლოა, რომ მონაწილეობდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წევრების განცხადებით არის დანაშაულის შემცველი ნიშნები, რაზეც გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

პარტია ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციის შედეგია და მიზნად ისახავს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ჩაშლას.

ნეტგაზეთი შეეცადა საქართველოს პროკურატურაში გაერკვია, დაიწყო ან თუ დაიწყებოდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.