ნეტგაზეთი | ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია იმართება ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია იმართება – Netgazeti
RU | GE  

ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია იმართება

აქტივისტების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

“გუშინდელმა ვიდეომ გვაჩვენა, რომ საქართველოში გვაქვს მამა-შვილის მაფიოზური მმართველობა, სადაც, თუ შვილს ვინმე აწყენინებს, აზრის გამოხატვის საშუალებით, შეუძლიათ გაუსწორდნენ და თქვან რომ შეგვეძლო დაგვებრიდაო”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “მთავარი არხის” კითხვაზე, თუ რას აპროტესტებდნენ ისინი ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

აქტივისტები პარლამენტის შონიბიდან ფეხით გაემართნენ ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ.

ფოტო გარეკანზე: კადრი მთავარი არხის ეთერიდან


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com