ახალი ამბები

მიმდინარე კვირაში Covid-19 მოსწავლეთა 0.01%-ს დაუდასტურდა: სამინისტრო

6 მარტი, 2021 • 1005
მიმდინარე კვირაში Covid-19 მოსწავლეთა 0.01%-ს დაუდასტურდა: სამინისტრო

ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.01%-ს დაუდასტურდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

“მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი გადავიდა.

საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში”, – აღნიშნავს უწყება.

უწყების განცხადებით, “მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები რეგულაციების შესაბამისად მაღალ დონეზეა დაცული, სისტემატურად ხდება საპირფარეშოებისა და დერეფნების სველი წესით დამუშავება”.

“შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებს მშობლებთან სკოლის ეზოში ორგანიზებულად გამოყავთ. დაცულია პირბადის ტარების წესები. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს”, — ვკითხულობთ პრესრელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი