ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატის თანახმად, ხელფასები საშუალო ბიზნესში უფრო მაღალია, ვიდრე მსხვილში

5 მარტი, 2021 • 1044
საქსტატის თანახმად, ხელფასები საშუალო ბიზნესში უფრო მაღალია, ვიდრე მსხვილში

საქსტატმა საწარმოთა საქმიანობის მე-4 კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბიზნესსექტორის ბრუნვა 2.1%-ით გაიზარდა და 32 მილიარდი ლარი შეადგინა. ბრუნვისგან განსხვავებით, 2020 წლის მე-4 კვარტალში 7.3%-ით შემცირდა პროდუქციის გამოშვება და 12.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

2020 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 61% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 17.1%- საშუალოზე, ხოლო 22%  მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.6%, საშუალოზე – 27.8%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.7%.

საქსტატის თანახმად, 2020 წლის მე-4 კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა დაახლოებით 10%-ით შემცირდა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 641.6 ათასი შეადგინა.

წყარო: საქსტატი

მათგან 41.1% ქალია, ხოლო 58.9%- კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.8%- საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36% – მცირე ბიზნესზე. 2020 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 417 ლარია.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირიად ნაწილდება:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 439.6 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 632.6 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 228.4 ლარი.

ამავე თემაზე

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

მასალების გადაბეჭდვის წესი