ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში კორონავირუსზე უკვე 337 315 ადამიანი აცრეს

4 მარტი, 2021 • 701
აზერბაიჯანში კორონავირუსზე უკვე 337 315 ადამიანი აცრეს

კორონავირუსის საინფორმაციო აზერბაიჯანული ვებ-გვერდის, koronavirusinfo.az-ის მიხედვით, ამ დროისათვის ქვეყანაში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია 337 315 მოქალაქე.

ვებ-გვერდის მიხედვით, გუშინ, 3 მარტს, ქვეყანაში ერთ დღეში აცრეს 24 272 მოქალაქე.

აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 18 იანვარს დაიწყო. ქვეყანაში ჩინური წარმოების სინოვაკის ვაქცინას იყენებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ვაქცინის 4 მილიონი დოზა მიიღო.

ქვეყანაში თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, 65 წელზე ზემოთ მყოფი ასაკის მოქალაქეები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები აცრეს.


სინოვაკის ვაქცინას არ მიუღია ევროპული და ამერიკული მარეგულირებლების ნებართვა. ასევე, ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ეფექტიანობა არ სცდება 50.4%-ს, საყოველთაო ვაქცინაცია ამავე ვაქცინით თურქეთმაც დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი