ნეტგაზეთი | 5 პირი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს 5 პირი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

5 პირი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

შსს-ში ამბობენ, რომ გმაოძიების ვერსიით, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.