ახალი ამბები

საბერძნეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

3 მარტი, 2021 • 1299
საბერძნეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 3 მარტს, საბერძნეთში  6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

Deutsche Welle კი “ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტზე” დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრა, რომელიც საბერძნეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში იგრძნობოდა, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

გამოცემის ცნობით, ათენის ობსერვატორია იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ელასონადან სამხრეთით, 21 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ლარისასთან ახლოს იგრძნობოდა.

ათენის სახანძრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქში ამ დროისთვის ზიანის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა განაცხადა, რომ მიწისძვრა მისმა კოლეგებმაც იგრძნეს.

ამასთან, Deutsche Welle-ს ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოსა და მონტენეგროს დედაქალაქებში.

გამოცემის ინფორმაციით, სახანძრო ბრიგადა ქალაქ ელასონაში ჩამონგრეულ სახლში ეძებდა, მოყვნენ თუ არა სახლის ნანგრევებში ადამიანები.

მასალების გადაბეჭდვის წესი