სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა.
„ნეტგაზეთს“ უწყების პრესცენტრში უთხრეს, რომ ხოჯევანიშვილმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა 2 მარტს.
სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი არის პარლამენტარი გიორგი ხოჯევანიშვილის ძმა. ორივე მათგანი მედიაში ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას ახლო გარემოცვის წევრებად მოიაზრებოდნენ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა და საფუძვლად სამთავრობო გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერის, ნიკა მელის დაკავების საკითხზე.