ახალი ამბები

შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, პოზიციები გავცვალეთ – ნათელაშვილი

1 მარტი, 2021 • 498
შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, პოზიციები გავცვალეთ – ნათელაშვილი

პრეზიდენტის რეზიდენციაში დასრულდა შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი ოპოზიციონერმა ლიდერმა შალვა ნათელაშილმა გააკეთა.

მისი თქმით, ეს იყო კონსულტაციები და არა მოლაპარაკებები, რომელიც ვერ გაიმართება იმ პირობებში, როდესაც პოლიტპატიმრები ციხეში სხედან.

“იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური დიპლომატიური და პოლიტიკური უნარი და რასაც ვერ წარმოვიდგენდით, ის მოახერხა, რომ ჩვენ დავსხედით მთავრობის ხელმძღვანელთან კონსულტაციებისათვს, რომელიც არ არის არც მოლაპარკაება და არც რაუნდი, სანამ არ განთავისულფდება ნიკა მელია და ყველა პოლიტპატიმარი და სანამ [დღის წესრიგში] არ ჩაჯდება პირველ საკითხად ახალი არჩევნები.

შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, პოზიციები გავცვალეთ და ნათლად ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ალბათ, ისინი იფიქრებენ პასუხებზე, უფრო სწორად, ჰკითხავენ თავის ბელადს და ის როგორც ეტყვის, ისე იმოქმედებენ’, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი