ახალი ამბები

ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრაზე არ შეუშვეს

1 მარტი, 2021 • 1662
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრაზე არ შეუშვეს

პარტია “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად რაქვიაშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, არ იცის ზუსტი მიზეზი, რატომ არ დაუშვეს შეხვედრაზე, თუმცა ფიქრობს, რომ რადგან ზურაბ ჯაფარიძე ესწრება მოლაპარაკებებს, “ჩათვალეს, რომ” გირჩიდან” ზურა არის”.

“ველაპარაკე იქვე წარმომადგენელს და რომ მივხვდი, რომ რააც გაუგებრობაა, გამოვედი. მე უნდა ვყოფილიყავი [გირჩიდან], მაგრამ რადგამ ზურა არის, ეტყობა ჩათვალეს, რომ გირჩიდან ზურა არის”, – განაცხადა რაქვიაშილმა.

დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად “ნეტგაზეთი” პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშრდა, სადაც განმარტეს, რომ ამ საკითს მოიკვლევენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთბენ.

როგორც ცნობილია, ზურაბ ჯაფარიძემ პარტია გირჩი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და ახალი პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება დააფუძნა. რაქვიაშვილი გირჩში დარჩა იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სხვა ლიდერებთან ერთად.

პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მედიატორი თბილისში მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი