ახალი ამბები

ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში – გამყრელიძე გადადგომას არ ადასტურებს

1 მარტი, 2021 • 597
ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში – გამყრელიძე გადადგომას არ ადასტურებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

გამყრელიძის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ გაავრცელა:

“განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა. ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული”, – განაცხადა ჩიხლაძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი